
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
პირველკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას, მრავალფეროვანი ღონისძიება - „ანბანის გაცილება“, წარუდგინეს. რომელსაც პირველი კლასის დამრიგებელი მანანა სტეფანიანი ხელმძღვანელობდა.
ასევე შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები, რომელსაც კლასის დამრიგებელი არაქსია სტეპანიანი უძღვებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან ორივე ღონისძიება საინტერესო აქტივობებით დატვირთული იყო და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა, პეტროს აკოპიანმა ყველას მიულოცა აღნიშნული დღესასწაულები და მათ ცხოვრების განსხვავებულ ეტაპებზე წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: