
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ონიანმა პირველი კლასი წარმატებით დაასრულა.
მოსწავლეს სკოლაში დიდი სიყვარულით ულოცავენ პირველი სასწავლიო წლის ნაყოფიერად დასრულებას და მას წარმატებას უსურვებენ.
მოსწავლისთვის დღე ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა, მან საყვარელ პედაგოგთან ერთად მთელი წლის მანძილზე დაგროვილი სახალისო და სამახსოვრო ისტორიები გაიხსენა.
ემოციებით დატვირთული ბარბარე სკოლას, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობა.
„ვუსურვებთ წარმატებას, ბედნიერ და ფერად მომავალს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: