ქობულეთის N1, N2 და ციხისძირის საჯარო სკოლებიდან მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
14-06-2023

„ბოლო ზარის“ დღე ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის ემოციური და განსაკუთრებულია. ამ დღისთვის მეტორმეტეკლასელები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ემზადებიან. ბავშვები სასკოლო ცხოვრებას, საყვარელ მასწავლებლებს ემშვიდობებიან და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადებიან. სასკოლო საზოგადოება კი მათ დიდი სიყვარულით აცილებს. მათთვის სკოლებში საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი ღონისძიება იმართება.

გამონაკლისი, არც აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1, N2 და სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლები ყოფილა.

აღნიშნული სკოლების მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

„ბოლო ზარის“ ღონისძიებებზე მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს და წარმატება უსურვეს.

მეთორმეტეკლასელებმა ასევე მასწავლებლების ამაგი აღნიშნეს, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მათ განათლებაში.

ბავშვებმა ასევე აღნიშნულ დღეს იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

დღე ემოციებით იყო სავსე, სადაც ერთმანეთს სევდა და სიხარული ცვლიდა.

პედაგოგებმა და დირექციამ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203