ჟდანოვის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება
14-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. ეს მნიშვნელოვანი და ემოციურია როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგისთვისაც.

​სწორედ ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.

დამრიგებელი - სათენიკ ხალაჩიანი თავის მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა და მე-5 კლასში წარმატებები უსურვა.

ღონისძიებისთვის სცენა საზეიმოდ იყო მორთული.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

„მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ამ დღეს ძალიან ემოციურები იყვნენ, გულიდან წამოსულ სიტყვებს ცრემლებით წარმოსთქვამდნენ. განსაკუთრებით ამაღლვებელი იყო დედებისთვის სიურპრიზი - მოსწავლეები სცენიდან გადმოვიდნენ და მათ ყვავილები აჩუქეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები სომხურად და ქართულად, შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

სკოლაში მათ გასამხიარულებლად ასევე მიწვეულნი იყვნენ ანიმატორებიც.

აღნიშნული დღის მისალოცად ღონისძიებაზე, ზღაპრის გმირი მივიდა, რომელმაც ზეიმი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა და მოსწავლეები გაახარა.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203