
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „გლობალური ეკოლოგიური პრობლემები“ დაასრულეს მუშაობა.
პროექტის ფარლგებში, მათ მოამზადეს პრეზენტაციები, კედლის გაზეთი, პოსტერები.
ბავშვებმა, ასევე გარემოს დაცვის დღეს, მიუძღვნეს აქცია.
„მათ, სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაასუფთავეს სოფელ გორელოვკის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცე და მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, ხეებზე პოსტერები გააკრეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასუფთავების აქციაში საკუთარი სურვილით ჩაერთნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი აქტივობებისა და პროექტების წახალისებას ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: