„ვულოცავთ, ჩვენს სუსანნას და ახალ წარმატებებს ვუსურვებთ“ - განძის N2 სკოლის მოსწავლე სუსანნა დურგარიანი „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს
14-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე სუსანნა დურგარიანმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბრწყინვალედ იასპარეზა. 

სუსანნა დურგარიანი „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა.

გამარჯვებული მოსწავლე მუნიციპალიტეტს წარადგენს LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს შეეჯიბრება. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენს სუსანნას და ახალ წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 16 მაისიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით გაიმართება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203