გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კულტურული ფესტივალის სტუმრებს ამერიკის ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს
14-06-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან, ისინი გამოწვევებს არ უშინდებიან და არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

კახეთში ფესტივალი - „ამერიკული დღეები“ მოეწყო. მასში გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესით, ხალისითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ თანატოლებს ცოდნა და ამერიკის კულტურის, ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. 

მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, იხალისეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სკოლაში შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203