დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი, ბეჯითი მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან, ძალისხმებას არ იშურებენ და სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში აქტიურად ერთვებიან. შედეგად კი, სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, სოფელ გავაზში ფესტივალი - „ამერიკული დღეები“, ჩატარდა. მასში შილდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესით, ხალისითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს ინფორმაცია ამერიკის კულტურის, გაცვლითი პროგრამების, სპორტისა და ხელოვნების შესახებ გაუზიარეს.
მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სკოლაში შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: