თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
14-06-2023

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებში ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომლითაც მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს ემშვიდობებიან. მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს. მათ მასწავლებელ ლუბა პაიჭაძესთან ერთად, გასული 4 წელი შეაფასეს. 

ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე წარიმართა. მოსწავლეებიც საქართველოს დროშის ფერებში იყვნენ გამოწყობილი, ისინი მიწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და დაუვიწყარი საღამო აჩუქეს. თავის მხრივ, აღფრთოვანება დამსწრე საზოგადოებამაც ვერ დამალა. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე  მომავალი პირველკლასელებიც მიიწვიეს. საბოლოოდ, ყველაფერმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203