ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
14-06-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, თავი მე-4ა კლასის მოსწავლეებმა გამოიჩინეს. მათ, ხელმძღვანელ ქეთევან სხირტლაძესთან ერთად, ქართულ ენას ღონისძიება მიუძღვნეს. მეოთხეკლასელებმა ქართული ენის შესახებ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობას სადღესასწაულოდ - ბუშტებით მორთული გარემო ქმნიდა. ღონისძიებით ყველა აღფრთოვანებული დარჩა და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მოსწავლეებმა კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ახალსოფლის N1 საჯარო სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს