„ჩემი პირველი თარგმანები“ - მაჭატიის საჯარო სკოლის მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებმა სომხურიდან ქართულ ენაზე ​მოთხრობები თარგმნეს
14-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში ბილინგვური განათლების მასწავლებელმა, ღონისძიება - „ჩემი პირველი თარგმანები“ ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სომხური მოთხრობების თარგმნებსა და დიდი წიგნის შექმნას ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლა სომხურენოვანია, ამიტომ მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, მშობლიური ენიდან ქართულ ენაზე თარგმნეს მოთხრობები და დიდი წიგნი შეადგინეს.

მოსწავლეებმა ასევე, მრავალფეროვანი და საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.

სკოლაში, გააზრებული აქვთ, რომ ამგვარი აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას და მთარგმნელობითი უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203