ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი მოეწყო 
14-06-2023

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გამოფენა-კონკურსზე მრავალფეროვანი ნამუშევრები წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მე-6 - მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსისთვის კენჭისყრა მოეწყო, რომელიც დახურულ რეჟიმში წარიმართა, რის შედეგად გადაწყვიტეს I, II და III ადგილები დარგის მიხედვით.

გამოფენა-კონკურსს, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი კარინე მღდესიანი ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203