დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი დადგეს
14-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის, ვარსენიკ ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით, თოჯინების თეატრი დადგეს. მათ როლები ოსტატურად მოირგეს, სხვადასხვა ზღაპრის სიუჟეტი წარადგინეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მათ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„ყველა მოსწავლე აქტიურად და დიდი ინტერესით იყო ჩართული ამ ღონისძიებაში, ეს ყველაფერი კი ძალიან შთამბეჭდავი იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს