მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრებით გაჯერებული ღონისძიება ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში 
14-06-2023

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტოვობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებროვი ღონისძიება გამართეს, რითაც პირველ დამრიგებელს ემშვიდობებიან. მათ ყველა იმ პედაგოგს, ვინც 4 წლის განმავლობაში მათ ასწავლიდა, დიდი მადლობა გადაუხადეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება ფერადი, საინტერესო და უამრავი ქორეოგრაფიული თუ შემოქმედებითი ნომრით იყო გაჯერებული. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ნასწავლი მასალა გაიხსენეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს ყველა იმ პედაგოგს, რომლებმაც მათთან იმუშავეს და მოსწავლეთა განვითარების და განათლებისთვის ძალ-ღონე არ დაიშურეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203