კორხის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა შემეცნებითი ტური
14-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო ადგილებს სტუმრობენ და ცოდნას იმაღლებენ.

ამჯერად, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები - ლია ირიციანი, ლუსინე აფოზიანი და არევიკ თოპუზიანი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - სოფო ბერიძის ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალციხის პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და რაბათის მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მათ აღნიშნული ადგილები დაათვალიერეს, საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

ბავშვებისთვის დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

მსგავსი გასვლითი გაკვეთილები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203