პატარძეულის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელმა ნიკა თეთრაძემ სკოლის ლოგო შექმნა
14-06-2023
გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ბავშვები სხვადასხვა აქტივობითა და ქმედებით თავიანთ შესაძლებლობებს ავლენენ და ნამუშევრებს სასკოლო საზოგადოებას უზიარებენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთერთმეტეკლასელი - ნიკა თეთრაძე, რომელმაც სკოლის ლოგო შექმნა.
მან შემოქმედებითი ხედვა, უნარები გამოავლინა და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მგონი ამით მან ყველაფერი თქვა! ნიკა, შესანიშნავია, ძალიან იდეური“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედობითობას მუდამ მხარს უჭერს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს