გიორგიწმინდის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელები პარლამენტს ესტუმრნენ
14-06-2023

აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასხვა შეხვედრას ესწრებიან და საინტერესო აქტივობებში მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები: მარიამ მეკოკიშვილი, ნოდარი არავიაშვილი და ეთერი ძნელაძე,  სამოქალაქო განათლების პედაგოგ თამარ სვიმონიშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტს ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო გაეგოთ რას ემსახურება პარლამენტი და რა დანიშნულება აქვს მას.

მათ პარლამენტი დაათვალიერეს, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

სასკოლო საზოგადოება მათ წარმატებას უსურვებს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203