„ჩვენ დავბრუნდებით!“ - ქვედა ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ისტორიული წარსულის, კულტურის, ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს
14-06-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლა პროექტების სასკოლო კვირეულში - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩაერთო.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები აფხაზეთის ისტორიული წარსულის, კულტურის, ღირსშესანიშნაობების, ბუნების შესახებ. ბავშვებმა მოაწყვეს პრეზენტაცია. ჩატარდა ნახატების გამოფენა-კონკურსი.

სკოლის მოწაფეებმა წაიკითხეს გურამ ოდიშარიას რომანი - „სოხუმში დაბრუნება“, გამართეს დისკუსია, მოამზადეს ელექტრონული პრეზენტაცია და წარმოადგინეს ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია - „ჩვენ დავბრუნდებით!“.

მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი ხედვა, სურვილები, ოცნებები, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ სოხუმში...

აქტივობების ხელმძღვანელი პედაგოგები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იამზე დოლიძე, ხელოვნების პედაგოგი თამაზ დარჩია.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203