პატრიოტული სულის ზეიმი დაბა ურეკის საჯარო სკოლაში
14-06-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება ტარდება.

სწორედ, პატრიოტული სულის ზეიმი იხილა სასკოლო საზოგადოებამ ურეკის საჯარო სკოლაში.

დაწყებითების პედაგოგმა, ნანა გაგლოშვილმა აუდიტორიას წარუდგინა ღონისძიება - „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომელშიც მონაწილეობდნენ მესამე, მეშვიდე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები - ნანა მასწავლებლის ამჟამინდელი სადამრიგებლო კლასი და უკვე დაფრთიანებული წინა ორი გამოშვება.

ღონისძიება სასიამოვნოდ წარიმართა, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქართველოს სიყვარულში, ლექსით, სიმღერით, ცეკვით ეფერებოდნენ ჩვენს ქვეყანას.

სკოლაში მადლობას უხდიან  ყველას ვინც ღონისძიების ორგანიზებაში იყო ჩართული. 

„მადლობა ნანა მასწავლებელს ამ მშვენიერი ინიციატივისთვის, მადლობა მოსწავლეებს, რომლებმაც ასე ლამაზად გამოხატეს თავიანთი სიყვარული. მადლობა ია და მადონა მასწავლებლებს, მშობლებს, დამსწრე საზოგადოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203