„გისურვებთ, ამ დიდი ცხოვრების ღირსეულად გავლას“- მაკვანეთის საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
14-06-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს.

კურსდამთავრებულებმა, სასკოლო ცხოვრების საუკეთესო, სახალისო და დაუვიწყარი მოგონებები გაიხსენეს და საყვარელ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად ბევრი იმხიარულეს.

ახალგაზრდები სკოლაში, თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოებამ დღის ბოლოს მისალოცი წარწერებით შეამკო.

კურსდამთავრებულებისთვის დღე ემოციებით დახუნძლული, ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას! წინ ცხოვრების ახალი საინტერესო ეტაპი გელოდებათ. მაკვანეთის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გისურვებთ წარმატებებს და ამ დიდი ცხოვრების ღირსეულად გავლას!“, - ასე მიულოცეს პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203