
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის VI კლასში საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „ხელოვნება - პერიოდები, სტილი და მიმდინარეობა“.
მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს, მათთვის საინტერესო თემები აირჩეს, საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს, მხატვრის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, სტილისა და მიმდინარეობის თავისებურებები აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ასევე მოლბერტებზე გამოფინეს მთელი წლის მანძილზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის შემდეგ, მათ ურთიერთშეფასება და თვითშეფასება გააკეთეს.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე გახლავთ.
„მოსწავლეები მასალას ხელახლა და სიღრმისეულად იმეორებენ, საინტერესო და ახალ დეტალებს ეცნობიან, ჯგუფში მუშაობა მათ სოციალიზაციას უწყობს ხელს თანამშრომლობითი უნარები, ხომ დიდად მნიშვნელოვანია მოსწავლის შემდგომი განვითარებისა და წარმატებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: