დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა თაგ რაგბის სასკოლო ფესტივალში გაიმარჯვა
14-06-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის მოსწავლეთა გუნდმა თაგ რაგბის სასკოლო ფესტივალში ბრწყინვალედ იასპარეზა.
თაგ რაგბის სასკოლო ფესტივალი, რაგბის კავშირისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „ზვანი არენაზე“ ჩატარდა.
ფესტივალში ოზურგეთის N1, N2, ასევე შრომისა და ლაითურის საჯარო სკოლების 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლებს შორის კი გამარჯვება არავის დაუთმო ლაითურის საჯარო სკოლამ.
ფესტივალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი, გიორგი ღურჯუმელიძეც დაესწრო.
პროგრამა - „ჩაერთე რაგბიში“ ქვეყნის მასშტაბით ტარდება და წელს მასში 151 საჯარო სკოლა მონაწილეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს