
ხონის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად სკოლაში, კიდევ ერთი, რიგით მეოთხე ინტელექტუალური თამაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს მე-10 და მე-9 კლასების გუნდები შეხვდნენ.
შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეებმა თავიანთი ზოგადი ცოდნა და ინტელექტის დონე წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს გამარჯვებული, ყველაზე მაღალი ქულის მქონე გუნდიც გამოვლინდა. წლის ინტელექტუალური კლასის ტიტული მე-10 კლასმა მოიპოვა.
„ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და კლასის დამრიგებელს იზა გასვიანს... წარმატებებს ვუსურვებთ მათ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: