„მხატვრული სიტყვის დიდოსტატი”- წყალტუბოს N1 სკოლის მე-2 კლასელებმა ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის ეზოში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გამართეს
14-06-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

მე-2 კლასის მოსწავლეები, მშობლებთან და კლასის ხელმძღვანელ ლელა ჩირგაძესთან ერთად, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმსა და წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში განთავსებული ექსპონატები. ოტიას ეზოში გამართეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თემაზე - „მხატვრული სიტყვის დიდოსტატი”.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვები ნანახით კმაყოფილი დარჩნენ. ეს დღე მათ არასოდეს დაავიწყდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203