კოდის საჯარო სკოლის „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიის“ მოსწავლეები სოციალურ საწარმოს ესტუმრნენ
14-06-2023

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეწარმეობის უნარ-ჩვევებს წარმატებით ეუფლებიან. 

სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორია“, რომლის წევრები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი. 

ამჯერად, კოდის საჯარო სკოლის „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრები სტუმრად იმყოფებოდნენ სოციალურ საწარმო „კოდალაში“. 

საწარმოს დირექტორმა მოსწავლეებს გააცნო საწარმოს მიზნები, მუშაობის სპეციფიკა. დასასრულს მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მოსწავლის ხის ინდივიდუალური საათი. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობებით მასპინძლები მოხიბლეს.  

„ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ამ შეხვედრაზეც მოვისმინეთ - „ყოჩაღ კოდის საჯარო სკოლას და მასწავლებლებს, ასეთი შესანიშნავი ბავშვებისთვის!“- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203