სადმელის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, მაგიდის ჩოგბურთში, სასკოლო ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს თამაშებში II ადგილი დაიკავა
14-06-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.

სკოლის გოგონათა გუნდმა, მაგიდის ჩოგბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს თამაშებში წარმატებით იასპარეზა. 

მაგიდის ჩოგბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის დასავლეთ საქართველოს თამაშები მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც რეგიონების ჩემპიონი გუნდები მონაწილეობდნენ. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა II საპრიზო ადგილი დაიკავა.

გუნდის წევრები არიან - ანი მეტონიძე, ანი რატიანი, ქეთევან ბაზაძე, ანასტასია მიქიაშვილი, მათი მასწავლებელი კი გია თომაძე გახლავთ. 

სადმელის საჯარო სკოლა ულოცავს ამ გამარჯვებას მოსწავლეებს და მასწავლებელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203