ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ მოსწავლეთა განვითარება, წარმატებული მომავალი და ცოდნის გაღრმავება მასწავლებელთა პრიორიტეტია.
პროფესიონალი პედაგოგები ამ ყველაფერზე პირველივე კლასიდან აქტიურად ზრუნავენ, საინტერესო აქტივობებს გეგმავენ და სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებენ. ამიტომაც მოსწავლეებისთვის სკოლასთან დამშვიდობება ემოციურია.
სასწავლო წელი პირველკლასელებმა წარმატებით, ღონისძიებით, დაასრულეს. მათ ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
„ფარნავაზელმა პირველკლასელებმა რიცხვთა ქვეყანაში გვამოგზაურეს... ზარმაცუნამ რიცხვების დახმარებით შეძლო გამოსწორება... ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ პირველი კლასის დასრულებასა და მეორე კლასში გადასვლას!
ფერად, შინაარსიან, ხალისიან, მშვიდობიან ზაფხულს გისურვებთ“,- წერს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: