საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-3 კლასის მოსწავლეები მარტყოფის ღვთაების მონასტერში იმყოფებოდნენ
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, გიმნაზიის, წმიდა მატათა მოციქულის სახელობის მე-3ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ქეთევან მოსულიშვილთან და მშობლებთან ერთად, მარტყოფის ღვთაების მონასტერში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა წმიდა ანტონ მარტმყოფელის საფლავი და მონასტრის სხვა სიწმინდეები მოილოცეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და შთაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნენ.
გასვლითმა აქტივობამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: