ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასელები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ზუგდიდში იმყოფებოდნენ
13-06-2023

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასელებისთვის სასწავლო-შემეცნებით ექსკურსია მოეწყო.

ექსკურსია 10 ივნისს, კლასის დამრიგებლის მანანა კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეებისა და მშობლების აქტიურობით, ზუგდიდში მოეწყო. მოსწავლეებმა დადიანების სასახლე, მარტვილის კანიონი და სხვა ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და სასიხარულო ემოციებით აღსავსე იყო.

მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ათვალიერებდნენ ღირსშესანიშნაობებს და ახალ, მათთვის უცნობ ინფორმაციებს იზიარებდნენ.

„საუკეთესო ბავშვებს და მათ მშობლებს მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი ერთობისთვის, სიყვარულისთვის და ორგანიზებულობისთვის. ერთი ბედნიერი დღე აჩუქეთ თქვენს შვილებს. განსაკუთრებული მადლობა ნატო მასწავლებელს პატივისცემისთვის და დახმარებისთვის, ასევე მძღოლს გოჩა აშოთიას ყველას მიმართ თბილი დამოკიდებულებისა და ბონუსისთვის. მადლობა, ჩემს უსაყვარლეს ბავშვებს, რომ ასე კარგად იცავდნენ ყველა წესს... კარგად გაერთნენ... შედეგს მივაღწიე და ეს ჩანდა“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი მანანა კაჭკაჭიშვილი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203