
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას
დიდი ყურადღება ეთმობა.
სკოლაში ევროკავშირის პროექტის - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ“, ფარგლებში ენერგოეფექტურობის საკითხების შესახებ ტრენინგი გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორგანიზატორები: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - პროექტის დირექტორი ზაალ მამალაძე, თანააპლიკანტი პოლონეთის - „სოლიდარობის ფონდი“ ნათია ლილუაშვილი, „პროგრესის სახლი“ და ენერგოეფექტურობის ექსპერტი ნიკოლოზ ჯავშანუშვილი იყვნენ.
შეხვედრა ნაყოფიერი, საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა დამსწრეთათვის, მოსწავლეებმა ეკოცნობიერება აიმაღლეს და ენერგოეფექურობის საკითხებს გაეცნენ.
იხილეთ ფოტოები: