ითხვისის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ენდემური მცენარეები დაათვალიერეს და აღწერეს
13-06-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.

ამჯერად, მეშვიდეკლასელები, ბიოლოგიის მასწავლებლის მანანა ღუღუნიშვილის ინიციატივით, შუქრუთის N2 საჯარო სკოლას ეწვივნენ.

სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე მოსწავლეებს გულთბილად შეხვდა. საგაკვეთილო მასალის ფარგლებში, მათ ენდემური მცენარეები დაათვალიერეს, შემდეგ აღწერეს, მათი მნიშვნელობა აღნიშნეს და საკვებად თუ სამკურნალოდ გამოყენებაზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წმინდა მარინეს ტაძარი მოილოცეს. აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„ახლადდამეგობრებული მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღსავსე და სასიამოვნოდ დაღლილები დაბრუნდნენ შინ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...