ტირძნისის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ჰიდრავლიკური მანქანის მოდელი შექმნეს
13-06-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

პროფესიონალი პედაგოგები მათ განვითარებაზე ზრუნავენ. ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა ფიზიკის საგანში განახორციელეს. მათ ინფორმაცია მოიძეს, ცოდნა წარმოაჩინეს და ჰიდრავლიკური მანქანის მოდელი წარმატებით დაამზადეს. 

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს რეალურად ენახათ მცირე ძალის გამოყენებით, დიდი ტვირთის აწევის შესაძლებლობა. მათ შესაბამისი ცდაც ჩაატარეს და თეორიული ცოდნა, პრაქტიკით გაიმყარეს. 

გაკვეთილმა დიდი წარმატებით, საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:











 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203