ლაშის საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა - ნათელა აბესაძემ დირექტორობის სერტიფიცირება წარმატებით გაიარა
13-06-2023
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა - ნათელა აბესაძემ წარმატებით დაძლია 2023 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი.

სკოლაში დირექტორის წარმატება ახარებთ.

სკოლის თანამშრომლები ხელმძღვანელს კონკურსის წარმატებით გავლას ულოცავენ. 

„ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნათელა აბესაძეს, ვულოცავთ სერტიფიცირებული დირექტორის სტატუსს. ვუსურვებთ წარმატებულ მომავალს!“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203