
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, ყაურმისა და პატარა გონდრიოს საჯარო სკოლების მე-7 კლასელებს შორის პროექტის ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფიზიკის მიმართულებით პრეზენტაცია გაიმართა.
მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებები ერთად შეასრულეს და წარადგინეს.
მათ ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
პროექტის ხელმძღვანელი იყო ფიზიკის მასწავლებელი კარინე ბიჩახჩიანი.
ღონისძიება ყაურმის საჯარო სკოლაში ჩატარდა.
მსგავსი გაკვეთილები და შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: