
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკაში საინტერესო აქტივობა შეასრულეს.
მათემატიკის გაკვეთილზე, მასწავლებელმა სათენიკ აბგარიანმა მოსწავლეებს სახალისო აქტივობა შესთავაზა, თემაზე - „ჩვეულებრივი წილადების აქტივობა“.
მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი ძალიან სახალისო აღმოჩნდა, მათ თემატური პლაკატი დაამზადეს და საკლასო ოთახში გამოფინეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ახალი მასალის უკვეთ ათვისებასა და უკვე ნასწავლის განმტკიცებაში ეხმარება.
იხილეთ ფოტოები: