
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისთვის ღირსეულად იბრძოლა.
ჩემპიონატი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეში, 12 ივნისს, საჯარო სკოლებს შორის, ჩატარდა.
ლასურიაშის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი ფინალში, ცაგერის საჯარო სკოლის გუნდს შეხვდა, სადაც დაძაბული ბრძოლის მიუხედავად, პირველობა არ დათმო.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი დიპლომით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.