
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება.
გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა, მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით სასწავლო სივრცე მრავალფეროვნად მორთეს, ერთნაირი მაისურებით შეიმოსნენ, რომლებზეც ქართული ასო-ბგერები იყო გამოსახული.
მოსწავლეებმა, დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მისი დაარსების ისტორია გაიხსენეს და ამ კუთხით ცნობიერება მეტად აიმაღლეს.
მოსწავლეებისთვის დღე შემოქმედებითი, ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: