„ჩვენი თვალით დანახული საქართველო“- თელავის N6 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
თელავის N6 საჯარო სკოლაში მოსწვალეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებლი გარემოა შექმნილი. პროფესიონალი პედაგოგები მათ სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამგვარი მიდგომა კი სასწავლო პროცესს როგორც მრავალფეროვანს, ისე სახალისოს ხდის.
ამჯერად, მასწავლებელ ნინო გიგინაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტ „ჩვენი თვალით დანახული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტისთვის მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნვია, რომ მათი ნამუშევრები ნამდვილად გამორჩეული და ინფორმაციული იყო. მოსწავლეებმა შესაძლებლოები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: