„ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ - ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება 
13-06-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში ისტორიული მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მარინე გოგატიშვილთან ​ერთად ღონისძიება - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ გამართეს.

ღონისძიება როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შინაარსიანი და ძალიან საინტერესო იყო.

„ზეიმზე პატარებმა სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით წარმოაჩინეს საქართველო. უმღერეს ენას, მამულს და სარწმუნოებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ ქვეყნის წარსული და მისი გმირები გაიხსენეს.

მეორეკლასელებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში ისინი დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...