ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება 
13-06-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში ისტორიული მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

გამონაკლისი 26 მაისიც არ ყოფილა.

აღნიშნულ დღეს სკოლაში ღონისძიება - „26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ მიეძღვნა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს ისტორიული მოვლენები, წარადგინეს პრეზენტაციები, ვიდეომასალები.

ისინი, ასევე, დამსწრე აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ და ლექსები წაიკითხეს. მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობასა და მომხდარ ფაქტებზე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისტორიის მასწავლებელმა - ქეთევან დეკანაძემ ისაუბრა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა - ლიანა ბოლქვაძემ და სკოლის პედაგოგებმა მიულოცეს.

„თავისუფლების სიყვარულით გილოცავთ 26 მაისს. დამოუკიდებელ, თავისუფალ და გამთლიანებულ ქვეყანაში გვეცხოვროს!“, - აღნიშნეს სკოლაში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203