დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ დავითაძემ ბიოლოგიის სახელმძღვანელოს ილუსტრირებული ვერსია შექმნა
დაბა ხულოს საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები ჰყავს.
ერთ-ერთი ასეთი მე-7ბ კლასის მოსწავლე მარიამ დავითაძეა, რომელმაც სკოლაში თავისი ხელით შესრულებული ბიოლოგიის სახელმძღვანელოს ილუსტრირებული ვერსია წარადგინა. ამან კი მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და მას როგორც მე-7ა, ასევე მე-7ბ კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ.
აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, რისთვისაც მოსწავლეებს დიდ მადლობას პედაგოგი ი. ჩიტაძე უხდის.
„სახელმძღვანელოში არსებული თემების განხილვა იყო ინფორმაციული საინტერესო და სახალისო. მადლობა, თითოეულ მოსწავლეს აქტიურობისა და ძალისხმევისთვის. გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას“,- წერს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: