დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობში, არაერთი აქტივობა იმართება.ამჯერად, ჟუჟუნა ცეცხლაძის, ნანა აბულაძის, ნათელა აბულაძის სადამრიგებლო IX, X, XI კლასის მოსწავლეები კოლეჯ „ახალი ტალღის“ ხულოს ფილიალში იმყოფებოდნენ, სადაც ღია კარის დღე მოეწყო.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ კოლეჯში არსებული შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების კუთხეები დაათვალიერეს:
- სასტუმრო მომსახურება;
- მეფუტკრეობა;
- ელექტროობა;
- ვეტერინარია;
- ინფორმაციის ტექნოლოგია;
- სატყეო საქმე.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. დაინტერესებულ მოსწავლეებს კითხვებზე ამომწურავ პასუხს კოლეჯის მასწავლებლები და სტუდენტები სცემდნენ.
„მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მადლობა კოლეჯ „ახალი ტალღის" ხულოს ფილიალს საინტერესო დღისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: