ძირკვაძეების საჯარო სკოლას დაქვემდებარებული ზედა დეკანაშვილების დაწყებითი სკოლის მოსწავლეები სამხატვრო გალერეას სტუმრობდნენ
13-06-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ ზედა დეკანაშვილების დაწყებით სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება.  

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე.

პატარებმა იმღერეს, წაიკითხეს ლექსები, დახატეს ნახატები, გაისეირნეს ბუნებაში და თავიანთი უფლებების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმის შემდეგ პედაგოგებმა ნაირა ხალვაშმა და მადონა ბოლქვაძემ პატარა აღსაზრდელები ხულოს სამხატვრო გალერეაში წაიყვანეს.

ვიზიტი ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203