„დიდი მარჯნის რიფები“- ქვემო ბოლნისის N2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
13-06-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად და წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის გაკვეთილზე, კომპლექსური დავალების - „დიდი მარჯნის რიფები“ ფარგლებში, საინტერესო კედლის გაზეთი შექმნეს.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თუ როგორ გაუმკლავდნენ გლობალურ პრობლემებს, შემდეგ დაახარისხეს, პრეზენტაცია მოამზადეს და მსმენელს წარუდგინეს.
ისინი აქტივობაში გეოგრაფიის პედაგოგ ზელიმხან ნანაჯანოვის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს