ქარცეფის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს  
13-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აკადემიური წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს.

მოსწავლეები პირველ კლასს ღონისძიებით - „ანბანის გაცილება“, დაემშვიდობნენ

პატარებმა, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა წარუდგინეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მოსწავლეებისთვის ღონისძიება ძალიან დასამახსოვრებელი, ემოციებით დატვირთული და სახალისო იყო.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203