ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
13-06-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი ტური მოეწყო.
სკოლის VI-VII კლასის მოსწავლეები შემეცნებით-გასართობი ხასიათის ექსკურსიით დედაქალაქს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი თბილისი, აბანოთუბანი, სურბ გევორქის ეკლესია, ნორევანქი, რუსთაველის ქუჩა, ეროვნული მუზეუმი, ნარიყალას ციხე, ზოოპარკი და სამების საკათედრო ტაძარი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულმა ექსკურსიამ მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია და მეტ აქტივობებში ჩართვის სურვილი.
აღსანიშნავია, რომ ხაჩკოვის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს