„ვიცნობდეთ კულტურულ მემკვიდრეობას“ - ამაღლების სკოლის მოსწავლეები მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერს ესტუმრნენ
13-06-2023

სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, პედაგოგმა თამარ სიხარულიძემ IV კლასის მოსწავლეებთან ერთად პროექტი -  „ვიცნობდეთ კულტურულ მემკვიდრეობას“ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, მათ ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი მოინახულეს.

ბავშვებმა საინტერესო ინფორმაციები მიიღეს, აღნიშნული ადგილი დაათვალიერეს და ცოდნა აიმაღლეს. დრო კი საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე მათთვის ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და საინტერესო ადგილების მონახულება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203