
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მე-8, მე-11 კლასის მოსწავლეები შემეცნებით-გასართობ ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს რაბათის ციხე, ვარძია და ხერთვისის ციხე.
ექსკურსია განხორციელდა პროექტის - „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე“ ფარგლებში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - თინათინ ლარცულიანის ორგანიზებით.
ექსკურსიის წარმატებით გამართვას ხელი შეუწყვეს სკოლის მასწავლებლებმა - ინა მანასიანმა, სვეტლანა მარკოსიანმა, არტაშეს ოგანიანმა და მაკსიმ გალსტიანმა.
ექსკურსიამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი და მაღალი მოტივაცია გამოიწვია. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვები მომავალშიც მსგავს აქტივობებში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ.
იხილეთ ფოტოები: