ხულგუმოს საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ფილმის ჩვენება მოეწყო
13-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ანნა პეტროსიანის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ფილმს - „ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანა“ უყურეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს ფილმი თემას ეხმაურება და აჩვენებს თუ როგორი უნდა იყოს მეწარმე: ყურადღებიანი, რისკიანი, ორგანიზებული და შრომისმოყვარე.

„გარდა ამ თვისებებისა ასევე გასათვალისწინებელია წარმოების ფაქტორები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს ფილმი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემი იყო.

„ბავშვებს ფილმი ძალიან მოეწონათ და მას სიამოვნებითა და ინტერესით უყურეს“, - ამბობენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთ-ერთი მოსწავლე - ნინა ლევანიანი იმდენად იყო ვილი ვონკას გმირით შთაგონებული, რომ პლაკატი შექმნა.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203