
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის დირექტორი - მზია ქორიძე პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში წარმატებით მონაწილეობს და პედაგოგებისთვის მაგალითის მიმცემია.
დირექტორი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის დააჯილდოვა.
მას მოსწავლეთა პროექტების მხარდამჭერი მასწავლებლის სიგელი გადაეცა.
სასკოლო საზოგადოება მას წარმატებას ულოცავს.
იხილეთ ფოტოები: